არქიტექტურა

          ალავერდი                                         
ალავერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის. ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილიXIXსაუკუნეშია გაშენებული.  დავით გარეჯა                                                    დავით გარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი აზებაიჯანი ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთანერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონფორე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I,ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყოხელნაწერთა მდიდარი ფონდი.        გრემი                                გრემის ტერიტორიაზე პირველი დასხლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია საუკუნიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც კახეთის პირველმა მეფემ - გიორგიმ (1466 -1476წწ.), გრემი კახეთის დედაქალაქად აქცია. ორი საუკუნის მანძილზე ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არმედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსაც წარმოადგენდა. აქ დაიწერა ჩვენამდე მოუღწეველი კახეთის ისტორიის ქრონიკა. ითარგმნა სპარსული ლიტერატურის თვალსაჩინო ძეგლები, წარმოებდა ფართო სამეცნიერო-ლიტერატურული მუშაობა. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების - აკადემიის არსებობის შესახებ. ქალაქი ირანის შაჰის - აბას I-ის (1614-1617წწ) პირველი შემოსევების დროს განადგურდა და მას შემდეგ, როგორც სამეფოს დედაქალაქმა მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება.შუა საუკუნეების ქალაქი გაშლილი იყო კავკასიონიდან გამომავალი სამების ქედის ძირას და საკმაოდ დიდი, 50 ჰექტარამდე ფართობი ეკავა; გრემი საკმაოდ კეთილმოწყობილი ქალაქი ყოფილა. იგი წყლით მდ. ლოპოტიდან მარაგდებოდა, ლევან კახთა მეფის მიერ გამოყვანილი არხების მეშვეობით. წყალი ქალაქს სასმელად და სხვა დანიშნულებისამებრ ხმარდებოდა,იქნებოდა ეს აბანოები, შადრევნები თუ სხვა
.     სიღნაღი
            სიღნაღი-თურქული წარმოშობის სიტყვაა და „აუღებელს“ ნიშნავს. მისი ძველი სახელია ქიზიყი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. ციხეს 40 ჰექტარამდე ფართობი უჭირავს. იგი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი, აქა-იქ აგურია გამოყენებული. მისი გალავანი მთის რელიეფს მიყვება. ყველაზე მაღალი სამხრეთი მხარეა, აქედან გალავანი აღმოსავლეთით და დასავლეთით ქედს მიყვება, ორივე მხრიდან ხევში ეშვება და იქ ერთდება. ციხე-გალავანს მტრის თავდასხმისას მთელი ქიზიყის მოსახლეობის შეფარება შეეძლო. გალავანში 23 კოშკია დატანებული, რომლებსაც მახლობელი სოფლების სახელები ერქვა (ბოდბის, ველისციხის, მირზაანის, შილდის და სხვ.). კოშკების დიდი ნაწილი ორსართულიანია, ნაწილი სამსართულიანი, აღჭურვილი სათოფურებით, ბუხრებით, ნისებითა და საბრძოლო ბანებით. გალავანი ორიარუსიანია. პირველი იარუსი სქელია და ყრუ, მეორე იარუსს საბრძოლო ბილიკი გასდევს, კედლებში სათოფურებია დატანებული. გალავანში ხუთი ჭიშკარი გამოიყოფა, რომლებითაც მაღაროს კარი უშუალოდ ციხეს უკავშირდებოდა.

No comments:

Post a Comment