ღირსშესანიშნაობა


ახალი შუამთა

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს. ცივგომბორის მთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო, რადგან სამივე მხრიდან მთები აკრავს.
მონასტერი დაფუძნდა XVI საუკუნეში კახეთის მეფის ლევანის და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერშივეა დაკრძალული სადაც ის მოღვაწეობდა, როგორც მონაზონი.
მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს ლეგენდა: თითქოსდა ჯვარდაწერილ მეფე ლევანს და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც დღეს შუამთის მონასტერი მდებარეობს. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ღამისთევისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ, მეორე დღეს როდესაც მეფემ გამგზავრება დააპირა ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს სანამ თინათინ დედოფალმა ამ ადგილას ეკლესიის აგება არ აღუთქვა.


ბატონის ციხე

მდებარეობს თელავში .ეს იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად 1667 წელს არჩილ მეფემ აქ სასახლე, აბანო და კარის ეკლესია ააგო. ხოლო გალავანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები ერეკლე II-მ ააგო. სასახლე წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს, რომელსაც 6 კვადრატული ფორმის ოთახი აკრავს. შეიძლება ითქვას რომ სასახლე წარმოადგენს ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს.
ერეკლე II-მ სასახლე თავის რეზიდენციად აქცია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია როგორც ერეკლეს სასახლე. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო, სადაც არის გამოფენილი ქართველი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები.

ბოდბის მონასტერი

ბოდბის მონასტერი სიღნაღის რაიონში მდებარეობს. იგი განეკუთვნება IV საუკუნის ძეგლს. ტაძრის აღმშენებლად მეფე მირიანი მიიჩნევა, რომელიც მან მისი გაქრისტიანების შემდგომ ააგო წმ.ნინოს ლოცვა-კურთხევით. არსებობს მრავალი ლეგენდა ტაძრის აღმშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი ისტორია არსებობს, რომლის თანახმად წმ. ნინომ მირიან მეფის მეუღლე ნანა განკურნა უკურნებელი სენისგან და ნიშნად მადლიერებისა მირიანმა ტაძარი აღაშენა.

მონასტრის ტერიტორიაზე ეკლესიიდან დაახლოებით კილომეტრის დაშორებით არის წყარო, რომელიც სასწაულმოქმედია და ბევრი სნეული ადამიანი განიკურნა მასში განბანვით.

ბოჭორმის ციხე

ბოჭორმის ციხე მდებარეობს გომბორის უღელტეხილზე, ადმინისტრაციულად ის თიანეთის რაიონში შედის. საუკუნეთა მანძილზე ის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს, ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ ის არის ერთ-ერთი დიდი ციხე-სიმაგრე მთელს ისტორიულ კახეთში. ზუსტი თარიღი თუ როდის არის ის აგებული უცნობია. პირველად ის წყაროებში მოხსენიებულია მეათე საუკუნეში, საუკუნეთა მანძილზე როგორც სჩანს მრავალჯერ გადაკეთებულა. მნიშვნელოვნად შეუკეთებია ის ერეკლე მეორეს 1700 წელს. ციხე შედგებოდა სხვადასხვა არქიტექტურული შენობებისგან, როგორიცაა სასახლე, ეკლესია და საყოფარცხოვრებო შენობებისგან. ისტორიული ცნობების თანახმად ციხე როგორც საფორთიპიკაციო ნაგებობა 18-საუკუნემდე ფუნქციონირებდა. ციხეს გარს აკრავს ტყე საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი.

გირევი

გირევის ციხე-სიმაგრე მდებარეობს ისტორიულ თუშეთში. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ქიმზე, სოფელი ომალოდან 50 კილომეტრის დაშორებით. თუშეთის ეს ადგილი ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით, მშვენიერი სოფლებით და ძველი კოშკებით. გირევიდან დასავლეთით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს ხუთსართულიანი კოშკი. მეორე კოშკი მდებარეობს სამხრეთით.
გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ყველაწმინდა არის შესანიშნავი მაგალითი ქართული გარდამავალი პერიოდის არქიტექტურაში. გამორჩეული ძეგლია იმითაც რომ მას აქვს ორი გუმბათი, რაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ტაძარს აქვს. მდებარეობს გურჯაანის რაიონში . ტაძარს შიგნით აქვს მეორე სართული ანუ პატრონიკე.
არსებობს ასეთი ლეგენდა თითქოსდა ეკლესიის კედლებიდან რძე მოდიოდა, ეს იყო ადგილი იმ მანდილოსნებისათვის, რომლებიც ვერ კვებავდნენ თავიანთ ახალშობილებს და ამიტომ ამ ეკლესიას სტუმრობდა ძალიან ბევრი მომლოცველი. ამჟამად ტაძარი ფუნქციონირებს, როგორც მონასტერი. ტაძრის აშენების თარიღია VIII საუკუნე. 

No comments:

Post a Comment